
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო მუსიკალური აქტივობა, რომელმაც მოსწავლეები მუსიკის სამყაროში ამოგზაურა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მასწავლებელი ანაიტ კარაპეტიანი.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ნოტების საფუძვლებს, ისწავლეს მუსიკალური ნიშნების ამოცნობა და მათი მნიშვნელობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების გამოცნობამ, სადაც ბავშვებმა ცოდნა და დაკვირვების უნარი გამოავლინეს.
ღონისძიება შემეცნებითთან ერთად სახალისო და ინტერაქტიულ ხასიათსაც ატარებდა, რამაც მოსწავლეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ბავშვებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები: