
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობა, ცოდნა და შრომა მნიშვნელოვან წარმატებას იძლევა.
TOEFL-ის კონკურსის მესამე ტურში მონაწილე მოსწავლეებმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენეს და მაღალი მიღწევებისთვის ოქროს სერტიფიკატები მოიპოვეს.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ინგლისური ენის ცოდნა და მაღალი აკადემიური უნარები. მოსწავლეთა წარმატება კი არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების გამარჯვებაცაა.
მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ მოსწავლეთა ამ მიღწევას და დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება.
„ოქროს სერტიფიკატები ჩვენია“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: