მუხურის თემის საჯარო სკოლის STEAM კლუბ „ევრიკას“ მოსწავლეები სენაკის ტექნოპარკს სტუმრობდნენ
18-05-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის STEAM კლუბ „ევრიკას“ მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

11 მაისს, მოსწავლეები, პედაგოგ შორენა გოგუას ხელმძღვანელობით, ქალაქ სენაკის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები გაეცნენ (Fab-Lab) სამრეწველო ინოვაციებს. მოისმინეს ლექცია Fab-Lab-ის მიღწევების შესახებ. სასწავლო მიმართულებით მოსწავლეებს უხელმძღვანელა და საინტერესო მეგზურობა გაუწია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, ტრენერმა ირაკლი მალანიამ.

მუშაობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს მრავალმხრივი ცოდნა, რის გამოც დაიმსახურეს მადლობა.

ბოლოს ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი შემოქმედება, გამართეს მინიკონცერტი.

სკოლაში მადლობას უხდიან ტექნოპარკის ადმინისტრაციას საინტერესო მასპინძლობისთვის.

„მადლობა ტექნოპარკის ადმინისტრაციას გულთბილი მიღებისთვის (მენეჯერს, ბ-ნ დათო ხუხუას, ბ-ნ უტა კელასონიასა და ბ-ნ ირაკლი მალანიას)...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203