
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლის - თეა გიგიტაშვილის ორგანიზებით, ქართული ენის შემსწავლელი კურსის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო ბოლნისი-დმანისი-სამშვილდის მიმართულებით.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს დმანისის სამხარეო მუზეუმი, სადაც გაეცნენ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და რეგიონში დაცულ მნიშვნელოვან ისტორიულ ექსპონატებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დმანისის არქეოლოგიურმა მასალამ, რომელიც მსოფლიო მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა.
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარს ელიას მთაზე. მათ დაათვალიერეს ტაძრის არქიტექტურა და გაეცნენ მის ისტორიულ მნიშვნელობას. ექსკურსიის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა მოინახულეს სამშვილდის უძველესი ციხე-ქალაქი - საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
იხილეთ ფოტოები: