აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს 
18-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მესამე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობიდან“ ადამიანი გაასამართლეს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აქტივობას, გააცნობიერეს სამართლიანობის მნიშვნელობა, ისწავლეს საკუთარი აზრის დასაბუთება, სხვისი მოსმენა და გუნდური თანამშრომლობა, გაიმდიდრეს შემოქმედებითი უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203