ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.
ღონისძიება ატარებდა როგორც ღრმა საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით და საზეიმო ხასიათს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სააღდგომო ადათ-წესებზე, სუფრის ტრადიციებზე, ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და სიმღერები.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აღავსეს.
იხილეთ ფოტოები: