დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „ივერიის“ მოსწავლეებმა თურქულიდან თარგმნილი დეტექტივი განიხილეს
18-05-2026

დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „ივერიაში“ სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს თურქული ენიდან თარგმნილი დეტექტივი: „ექიმი შიმალის მკვლელობა“.

მოსწავლეებმა თურქეთის ფსიქიატრიულ სავაადმყოფოში განვითარებული მოვლენები გააცოცხლეს შემდეგ კი გამართეს დისკუსია თემებზე:

  • დეტექტიური ჟანრი;
  • საინტერესო სიუჟეტი, მოქმედების განვითარება და დაძაბულობა;
  • დრამატიზმი, რომელიც გამოწვეულია სოციალური მოტივებით.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნატო ცუცქირიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევს ხარისხიან საგნობრივ განათლებას აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203