საბუის საჯარო სკოლა ემშვიდობება ნიჭიერ და საყვარელ მე-12 კლასელებს და გულში იკრავს ახალ თაობას
18-05-2026
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლიდან წელს კიდევ ერთ ღირსეულ თაობას აცილებენ. 

მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიება უკვე გამართეს. 

თეთრი პერანგები, რომლებიც დილით სუფთა ფურცელივით სითეთრით ბრწყინავდნენ, დღის ბოლოს მასწავლებლებისა და მეგობრების გულწრფელი სურვილებით, სამახსოვრო ნახატებითა და გამოსამშვიდობებელი სიტყვებით აჭრელდა.

„ეს პერანგები ახლა უკვე ყველაზე ძვირფასი მოგონებების საცავია“,- აღნიშნავენ სკოლაში და სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებიან ახალგაზრდებს.

ამ დღესვე მოეწყო პერფორმანსი -  „თაობათა ცვლა - სიმბოლური შეხვედრა კიბეზე“.

სკოლის კიბეზე მე-12 კლასელები ნელ-ნელა ეშვებიან - ისინი ტოვებენ ბავშვობას და დიდ ცხოვრებაში აბიჯებენ. ამ დროს კი, მათ შესახვედრად, კიბეებზე სიხარულითა და ინტერესით სავსე თვალებით ამოდიან მომავალი პირველკლასელები - ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც სულ მალე დაიკავებენ მათ მერხებს.

საბუის საჯარო სკოლა ემშვიდობება საოცარ, ნიჭიერ და საყვარელ მე-12 კლასს და გულში იკრავს ახალ თაობას.  ​წარმატებები, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო! იფრინეთ მაღლა და ასრულებულიყოს თქვენი ყველა ოცნება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203