
დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერია“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები, მათ შორის, წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში.
აპრილში, სკოლა „ივერიის“ მე-9 კლასის მოსწავლეები - ნანუკა გოგუაძე და ლუკა სუხიტაშვილი Erasmus + პროგრამით ერევანში გაემგზავრნენ.
მოსწავლეები Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეუერთდნენ პროექტს -Erasmus+ YE "Nature Vibes: Connect, Grow, Belong!“.
მოსწავლეები 13-დან 21 აპრილის ჩათვლით სომხეთის დედაქალაქს სტუმრობდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ კულტურას, მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში, ტრენინგებსა თუ ვორქშოფებში.
იხილეთ ფოტოები: