მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა
18-05-2026

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ განსაკუთრებულად თბილ და შემოქმედებით გარემოში უმასპინძლა მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის​ სახვითი და გამოყენებითი წრის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენას.

წრის ხელმძღვანელი პედაგოგი ნინო წიკლაური გახლავთ. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩეოდა ინდივიდუალური ხედვით, ფერთა ჰარმონიითა და შემოქმედებითი თავისუფლებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული ნახატი ბავშვური ემოციებისა და სამყაროს აღქმის უნიკალურ ფორმად იქცა, რაც დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. გამოფენას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მოსწავლეები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მსგავსი აქტივობების მნიშვნელობა.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, ზრდის მოტივაციას, თვითშეფასებასა და კულტურულ ცნობიერებას. არაფორმალური განათლების სივრცეში მიღებული გამოცდილება ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც საკლასო სწავლების პროცესი, რადგან მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შესაძლებლობები რეალურ გარემოში წარმოაჩინონ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამგვარი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლაში პოზიტიური და მრავალმხრივი, მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203