
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად სკოლაში, დაჩი ლომიძის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ.
მოსწავლე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
საბერძნეთში, ქალაქ ამინდაიოში გამართულ International Judo Tournament Amyntaio Hellas-ზე დაჩიმ - 38 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
სკოლაში დაჩი ლომიძეს გამორჩეულად გულშემატკივრობენ და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, დაჩის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: