
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის პოეზიამ იზეიმა.
გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით - „საქართველოვ, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა“, რომელიც ზურაბ გორგილაძის იუბილეს მიეძღვნა.
ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრა IX კლასის მოსწავლე ნინი დიასამიძემ.
ზურაბ გორგილაძის შემოქმედებას კი ხოტბა შეასხა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფატი მახარაძემ.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ლექსები, საქართველოზე, აჭარაზე, „ჰოიდა ნანა“ და სხვა.
დამსწრე საზოგადოებამ, ასევე ვიდერკოლაჟის საშუალებით მოისმინა ზურაბ გორგილაძის მიერ შესრულებით ლექსები.
მოსწავლეებმა შეასრულეს ზურაბ გორგილაძის სიმღერად ქცეული ლექსები - „მე რომ გოგო მინდოდა, სიმღერა ბათუმე, ეგ ლამაზი კაბა წინდა“, ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვა აჭარული.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა, ნაზი ქამადაძემ, იქვე წაიკითა ზურაბ გორგილაძის ლექსი „გადმოვარდი გოდერძით თუ...“
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს გაწეული შრომისთვის და საინტერესო საღამოს ჩატარებისთვის.
იხილეთ ვიდეომასალა: