ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა  ფრიდონ ხალვაშის პოეზიის სამყაროში
18-05-2026

17 მაისს, დიდი ქართველი შემოქმედის, ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ნამდვილი მოგზაურობა მოაწყეს პოეზიის სამყაროში.

მოსწავლე-მასწავლებლები ესტუმრნენ სოფელ გეგელიძეებში მდებარე ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს - ადგილს, სადაც ყოველი კუთხე მის სულსა და შემოქმედებას ინახავს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ​ეს დღე განსაკუთრებული ემოციითა და სითბოთი აივსო, რადგან პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოსწავლეებს მისმა შვილიშვილმა უამბო.

„ეს არ იყო უბრალო ექსკურსია, ეს იყო გულწრფელი, ცოცხალი შეხვედრა წარსულთან. ​სიყვარულით დავათვალიერეთ სახლ-მუზეუმი, ბავშვების შესრულებით აჟღერდა ფრიდონ ხალვაშის უკვდავი ლექსები, რამაც იქაურობას საოცარი მუხტი შესძინა. მოგვიანებით კი ზაზა ხალვაშის კინოსივრცეში გადავინაცვლეთ, სადაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს დოკუმენტურ ფილმს პოეტის შესახებ, მოსმინეს პოეტის ლექსებზე ამღერებული სიმღერები“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან პოეტის შვილიშვილს მასპინძლობისთვის. 

​უღრმესი მადლობა ყველას ამ საოცარი მასპინძლობისთვის, სითბოსთვის და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც დიდხანს გაჰყვება თითოეულ ჩვენგანს!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203