სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად, კვლევით კონფერენციაში მონაწილეობდნენ
18-05-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამ მიზნით კი, მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

ახლახან, ქიმიის, ბიოლოგიისა და ქართული ენის მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს 79-ე კვლევით კონფერენციაში.

კონფერენცია პედაგოგებისთვის მეტად საინტერესო, მოსწავლეებისთვის კი შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203