„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო! - ჩაერთეთ საგაზაფხულო სეზონის დასკვნით ეტაპზე
19-05-2026

დღეს, 19 მაისს, „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო. 

ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ინგლისური ენის ოლიმპიადა ორი დღის განმავლობაში, 19 და 20 მაისს გაგრძელდება, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის ხელსაყრელ დროს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა.

„ეტალონისთვის“ პრიორიტეტული ყოველი მოსწავლის ინდივიდუალური წინსვლაა. ოლიმპიადა არ არის მხოლოდ შეჯიბრი - ეს არის საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებისა და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზა.

რას სთავაზობს ოლიმპიადა მონაწილეებს?

✅ ცოდნის მონიტორინგი: მოსწავლე რეალურ დროში ხედავს, რამდენად კარგად ფლობს ინგლისურ ენას;

✅ აღიარება: ტესტის დასრულებისთანავე, თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სახელობითი ონლაინ სიგელი, რომელიც მისი შრომისა და აქტიურობის დასტურია;

✅ შედეგების ანალიზი: მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები და ის მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა სჭირდებათ.

თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ  დიპლომებს. პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.  

გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები: 

·      განათლების და მეცნიერების სამინისტროში

·      სკოლაში

ოლიმპიადაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ რეჟიმში, რეგისტრაციის ბმულზე 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენა სეზონის ბოლოსწინა ოლიმპიადაა. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს მხოლოდ ერთი საინტერესო გამოწვევა, მათემატიკის ოლიმპიადა (2-3 ივნისი) ელით.

გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.

გისურვებთ წარმატებას ინგლისური ენის საუკეთესოდ ფლობის გზაზე!

 

ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადის ლიდერთა ათეულები და აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ

„ეტალონის“ 2026 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადა გრძელდება: ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების გამოვლენის დროა

„ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულები და აბსოლუტური ჩემპიონები გამოვლინდნენ

მშობლიური ენის დღესასწაული და დიდი სტარტი: „ეტალონის“ ოლიმპიადა დაიწყო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს სიახლეებით იწყებს - ესაა პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203