ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ოტარიდი“ ინტელექტ-თამაშის გამარჯვებულია 
18-05-2026

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, გამართული ინტელექტ-თამაშების - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტურის გამარჯვებული გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ოტარიდი“.

გუნდში ირიცხებიან:

  • გიორგი ბარამიძე - გუნდის კაპიტანი;
  • ნიკოლოზ მჟავანაძე;
  • გიორგი საჯაია;
  • ნინი ბასილაძე;
  • ნინი ბარამიძე;
  • იოსებ ქუთათელაძე. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს. მეთორმეტეკლასელებო - გიორგი ბარამიძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი საჯაია, ნინი ბასილაძე - ვიცით, ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს სკოლას, უკვე, როგორც კურსდამთავრებულები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203