ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა სტარტაპმა - SafeWave „წლის კომპანიის“ ტიტული მოიპოვა
15-05-2026

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მოსწავლეთა სტარტაპმა - SafeWave მოიპოვა მთავარი ჯილდო და Junior Achievement Georgia-ს პროექტის ფარგლებში „წლის კომპანიის“ ტიტული დაიმსახურა.

SafeWave-ის გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანასტასია მოლაშხია, სერგი ორმოცაძე და ელენე ნასარაია, შექმნა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ზღვაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

​მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მოსწავლეთა კომპანია საქართველოს სახელით იასპარეზებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება 2026 წლის ივლისში.

​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი.

პროექტის ​დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - დეკანოზი ილია ხინიკაძე, დირექტორის მოადგილე - პირიმზე რურუა, X2 კლასის ხელმძღვანელი - მღვდელი ირაკლი ხიტირი.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ. 

​„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ და მიზანდასახულ მოსწავლეებს - ანასტასია მოლაშხიას, სერგი ორმოცაძეს და ელენე ნასარაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203