
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში 14 მაისს გაიმართა თეატრალური წარმოდგენა მეორე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. წარმოდგენა მოამზადა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჰაიკანუშ გადიანმა ჰოვანეს თუმანიანის მოთხრობის - „სულელი კაცი“-მიხედვით.
სპექტაკლის სიუჟეტი საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, მუსიკალური გაფორმებით და მცირე ცვლილებით. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ცოდნა ყველაზე კარგი იარაღია ბოროტების დასამარცხებლად.
როგორც სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი გვეუბნება, წარმოდგენა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ მონაწილეთა შორის იყოს სსსმ მოსწავლე, რომელმაც საუკეთესოდ შეასრულა მთავარი პერსონაჟის როლი.
დირექტორს ახარებს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო შემოქმედებითი და მუსიკალური უნარები, რომელთა განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანს.
სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და დიდ მადლობას უხდიან მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, მათი მრავალმხრივი უნარების განვითარებისა და სასწავლო პროცესის საინტერესოდ, ნაყოფიერად წარმართვისთვის.
იხილეთ ფოტოები: