თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა საინტერესო საინფორმაციო შეხვდრა გამართეს
15-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს. 

სკოლას ეწვივნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ  მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე–11 კლასების მოსწავლეები, რომელთაც სტუმრებმა გააცნეს ლიცეუმის საგანმანათლებლო გარემო, ღირებულებები და ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომელსაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ახალგაზრდებს სთავაზობს.

სტუმრებმა მოსწავლეებს დეტალურად უამბეს კადეტთა ლიცეუმში სწავლების სპეციფიკაზე, სასწავლო პროგრამებზე, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო პროფესიულ პერსპექტივებზე.

ს️ამხედრო მოსამსახურეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობა, სამხედრო სამსახურის ძირითადი პრინციპები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203