
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. ბავშვების ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სულ ახლახან, სკოლაში პედაგოგების - ნარინე ხეჩოიანისა და თინათინ გოზალიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება სახელწოდებით - „ხელოვნება და მარჯვე ხელები “.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები. ღონისძიებამ ასევე გააერთიანა ქსოვა, ფერწერა, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები და მრავალი აქტივობა მოსწავლეთა მონაწილეობით.
„ხელოვნება ადამიანის ფიქრის და სილამაზის გამოხატვაში ეხმარება, მარჯვე ხელები კი შრომას და ოსტატობაში - რაც ნათლად წარმოაჩინეს მოსწავლეებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვების შემოქმედებითი ნიჭის განვითარება-წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: