2026 წლის გამოცდებზე 82 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა - დეტალური სტატისტიკა ცნობილია
2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა.
მონაცემების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილე.
რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.
რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების - დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.