
განათლების მინისტრის ზვიად გაბისონიამ სტუდენტთა მობილობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2026 წელს ჩარიცხული სტუდენეტებიც ისარგებელებნ მობილობით და არ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძოში, არამედ კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლაც შეეძლებათ სტუდენტებს თუ ადგილი იქნება, თუმცა მისი თქმით ეს „რთული იქნება“.
მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ კერძოდან სახელმწიფოში გადასვლის შემთვევაში სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება, ხოლო სახელმწიფოდან კერძო გადასტული სტუდენტები იმ საფასურს გადაიხდან, რაც კერძო უმაღლესს ექენება დაწესებული და მათ სახელმწიფო არ დააფინანსებს.
„თუ წელს ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მისი სწავლა ფასიანი გახდება მაშინვე, იმიტომ, რომ საგრანტო მიდევნების პრინციპი აღარ არსებობს.
ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თუ ჩააბარებთ და მოხვდებით სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრანტი კი არ გამოგეყოფათ, არამედ სახელმწიფო დააფინანსებს თქვენს სწავლას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ აბარებთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და აბარებთ კომერციულ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მოგიწევთ სწავლის ღირებულების გადახდა.
კომპეტენციის ზღვრები ხომ წესდება უნივერსიტეტებს შორის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მობილობა მოგცემთ საშუალებას, რომ კომპეტენციის ზღვრის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაწყვიტოთ კერძოში გადასვლა, მაშინ ფასიანი გაგიხდებათ სწავლა, რა თქმა უნდა, და პირიქით, ფიზიკურად რთული იქნება, თუმცა თუ კომპეტენციის ზღვარს ლახავთ, მობილობაში ადგილი არსებობს და კერძოდან სახელმწიფოში გადადიხართ, ფასიანიდან უფასო გაგიხდებათ სწავლა. მობილობის წესი დამოკიდებულია ადგილებზე და ის იმავე პრინციპით გაგრძელდება.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სტუდენტი სტატუსს იჩერებდა გარკვეული მიზეზების გამო, თუ ის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, შეიჩერა სტატუსი და შემდეგ აღიდგინა, ის უფასოდ გაგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც აღიდგენს“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.