ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა გარემოსდაცვითი პროექტი - „ჩვენი ტყე და მისი ბინადრები“, რომლის მიზანი მოსწავლეებში ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება იყო.
პროექტის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პლაკატები და პრეზენტაციები ტყეში მცხოვრები ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის ეკოსისტემის მნიშვნელობაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ბუნებას ეკოლოგიური პრობლემების შედეგად ექმნება.
პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო. მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში ტყის ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი.
იხილეთ ფოტოები: