სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
11-07-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელმა, თსუს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კახა გაბუნიამ.

ამ ხელმოწერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა მემორანდუმს, რომელიც აერთიანებს: თსუს, ილიაუნის, პოლიტექნიკურ, სამედიცინო, სამცხე-ჯავახეთის, გორის, თელავისა და ბათუმის უნივერსიტეტებს.

გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, 2016 წლის დეკემბრიდან ახორციელებს პროექტს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA), რომლის ერთ-ერთი მიზანი ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერაა. 

მემორანდუმი ემსახურება „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ (4+1 პროგრამა) დახვეწა-განვითარებას და იმ პრობლემების მოგვარების გზების ძიებას, რომელთა წინაშეც არაქართულენოვანი სტუდენტები დგებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203