
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ.
სკოლის გოგონათა გუნდმა, „თავისუფლების თამაშებზე“, ფრენბურთში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვა.
შეჯიბრებები 9-10 მაისს გაიმართა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანდოს საჯარო სკოლის გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა.
მოსწავლეთა წარმატება საამაყოა, როგორც სკოლისთვის, ისე ადგილობრივი საზოგადოებისთვის.
სკოლის დირეცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: