
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
ზვარეს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ფიზიკის ერთი გაკვეთილი ღიმილის დღესასწაულად აქციეს.
მოსწავლეებმა, თავად შექმნეს სახალისო სცენარი და ხახუნის ძალის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, იუმორისტული სახით ისაუბრეს, აჭარული დიალექტის გამოყენებით.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის ორიგინალური მიდგომები.
„მადლობა, მათ ორიგინალური მიდგომისთვის. წარმატებები მასწავლებელ ფრიდონ ქობულაძეს, ფიზიკა სახალისოა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: