„დარგე ხეები, გადაარჩინე სიცოცხლე!“ -  გარემოსდაცვითი პროექტი წინწყაროს საჯარო სკოლაში 
15-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

შთამბეჭდავია სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი პროექტი - „დარგე ხეები, გადაარჩინე სიცოცხლე“ - „იცხოვრე ჯანსაღ და სუფთა გარემოში“, რომელსაც წამყვანი მასწავლებელი მარი საგინაძე ხელმძღვანელობდა

პროექტში მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და გარემოს სიჯანსაღეზე იზრუნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია ბავშვებში მოქალაქეობრივი და კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვა.

„მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს მდგრადი გარემოს, ბუნებრივი ლანდშაფტებისა და უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პროექტში მონაწილე მოსწავლე-მასწავლებლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203