ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ოზნის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სოფელში მდებარე მემორიალს სტუმრობდნენ, სადაც სანთლები აანთეს და პატივი მიაგეს უდანაშაულო მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.

გასვლითი ღონისძიება მიზნად ისახავდა დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას.

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება. 24აპრილს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 111 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203