ჭალის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს
18-05-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ნიჭისა და უანარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა „თოჯინური სპექტაკლი“ დადგეს.

ფერადი დეკორაციებით, თოჯინებითა და, რა თქმა უნდა, თავად ბავშვების მონაწილეობით სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა“.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი ემოციები აჩუქეს. 

„ჩვენს სკოლაში „თოჯინების თეატრმა“  დღეს ნამდვილად სიხარულით სავსე ხალასი სამყარო შექმნა. პატარა მსახიობების გულწრფელობით სავსე ემოციებმა წარმოდგენა კიდევ უფრო განსაკუთრებული და ღირებული გახადა, რისთვისაც ვმადლობთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიებიდან ​ფოტო-ვიდეო ფრაგმენტებს გვიზიარებენ.                                   

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203