„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - ამ სათაურშივეა მოქცეული ის სითბო და სინათლე, რომელსაც მთელი ცხოვრება და შემოქმედება მიუძღვნა გურამ დოჩანაშვილმა.
13 მაისს, სოფელ პერევის საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით განხორციელდა პროექტი - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, რომელიც საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრიის ინიციატივით, სკოლათა ქსელური თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
პროექტში ერთობლივად ჩაერთნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისა და პერევის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. ღონისძიება მიეძღვნა გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გახსენებას - იმ მწერლისა, რომელმაც ქართული სიტყვა განსაკუთრებული სიყვარულით, სიკეთითა და ადამიანური სინათლით აავსო.
მოსწავლეებმა გულწრფელი ემოციით გააცოცხლეს მწერლის პერსონაჟები, წაიკითხეს მონოლოგები და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რამდენად მარადიულია სიყვარული, თანადგომა და ადამიანობის რწმენა.
„ეს დღე მხოლოდ ლიტერატურული საღამო არ ყოფილა - ეს იყო ადამიანური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მართლაც - დედამიწას სიყვარული ატრიალებს“,-ასე აფასებენ ღონისძიებას ჭალის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: