ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები არქიტექტურულ კონკურსზე საინტერესო ნამუშევრებით წარდგნენ 
15-05-2026

ქუთაისში ჩატარდა არქიტექტურული კონკურსი „დაიორამა“, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შემოქმედებითი, სივრცითი და არქიტექტურული აზროვნების განვითარებას, ასევე თანამედროვე ხედვებისა და ინოვაციური იდეების წარმოჩენას.

მონაწილეებმა წარადგინეს საინტერესო ნამუშევრები.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ ახალი გამოცდილება, ამიტომ ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს, სჯერა მათი შესაძლებლობების და იმედოვნებს, რომ ისინი მომავალშიც ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ სკოლას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებით ღონისძიებაში.

მოსწავლეთა პედაგოგი ელისო კიკვაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203