იფარის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა მოგზაურობა კლასიკური მუსიკის დიდი სამყაროში
15-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მე-4 კლასელებმა სასკოლო საზოგადოება მუსიკის დიდი სამყაროში ამოგზაურეს და მაყურებელს წარუდგინეს ვენის კლასიკოსები და მათი შემოქმედება. 

„მას შემდეგ, რაც იფარის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, თეა მერლანმა, „დადგა“ „წითელქუდა“,  გვქონდა ბედნიერება, მასთან და მის პატარებთან (ამჯერად მე-4 კლასელებთან) ერთად გვემოგზაურა დიდი მუსიკის სამყაროში. 

ვენის კლასიკოსები: ფრანც ოიზეფ ჰაიდნი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გახლდნენ ამ შემოქმედებითი საღამოს მთავარი ადრესატები, ხოლო წარმდგენელნი, იგივე „პატარა პრეზენტატორები“ იყვნენ -  ანა გულბანი, ქეთევან გულბანი და ანა პირველი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ თითოეულმა საკუთარი ხელით შექმნა ცალკეული საორკესტრო ინსტრუმენტი, თან ისაუბრეს ზემოჩამოთვლილ კომპოზიტორებზეც თავიანთი ასაკისა და შესაძლებლობების ფარგლებში და ასე შეეცადნენ, გაეცნოთ ეს კლასიკოსები თავადაც და დამსწრეთათვისაც.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეები კლასიკურ მუსიკას, ევროპულ კულტურასა და მუსიკას გაეცნენ და ჩაუღრმავდნენ მსოფლიო მუსიკალურ კულტურას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203