უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექთანთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
15-05-2026

12 მაისს მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაც გამოეხმაურა. სკოლის მოსწავლეთა საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება და მადლიერება გამოხატა სკოლის ექთნის - ეგისაბეტ ღაშხჩიანის მიმართ, რომელიც მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავს

მოსწავლეებმა მას პროფესიული დღე თბილი სიტყვებითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ექთნის კაბინეტს ესტუმრნენ, სადაც პირველადი დახმარების ძირითადი წესები და პრაქტიკული რეკომენდაციები გაეცნენ.

შეხვედრა საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა - მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, როგორ გაუწიონ პირველადი დახმარება დაზარალებულს და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და სწორი რეაგირება.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203