ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს
15-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

პატარებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და შემოქმედებითი ნომრები. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი იამაყით აავსეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203