განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
15-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა,  რომელის დახმარებითაც მოსწავლეებმა პრაქტიკული აქტივობით გაიაზრეს სამართლიანობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. 

სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, მე-10 კლასში იმიტირებული სასამართლო სხდომა გაიმართა.

ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა სასამართლო პროცესში და მიიღეს საჭირო ინფორმაცია სასამართლო პროცესისა და სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლის შესახებ. ღონისძიებას სკოლის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. დასრულების შემდეგ, გაიმართა ცხარე დისკუსიები და გაჟღერდა საინტერესო კომენტარები.

ღონისძიებას პედაგოგი: ნ. გარიბიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203