ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა 
15-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც ინგლისური ენის საერთასორისო დღეს მიეძღვნა. 

ამ დღეს სკოლაში განსაკუთრებით სადღესასწაულო და თბილი ატმოსფერო სუფევდა. დარბაზი ფერადი პლაკატებით იყო მორთული და ჰაერში აღფრთოვანება და მოლოდინი იგრძნობოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ ყველა გააერთიანა: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც საერთო იდეის გარშემო შიკრიბნენ: ენის სიყვარული და დაფასება.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი დაესწრო, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალყურს მოსწავლეთა გამოსვლებს. სცენა ნამდვილ ხელოვნების პლატფორმად გადაიქცა.

მოსწავლეებმა ულამაზესი სანახაობა წარმოადგინე და ინგლისურ ენაზე ცნობილი გამონათქვამები გამომხატველობით წაიკითხეს. 

„მათი შესრულება იყო თავდაჯერებული და შთამაგონებელი და ადასტურებდა, რომ ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ კულტურისა და აზროვნების გამოხატულებაცაა.

სადღესასწაულო ატმოსფერო გამდიდრდა მხიარული ცეკვებითა და მელოდიური სიმღერებით, რომლებმაც დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა კულტურულ სამყაროში გადაიყვანა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ფიფქიას“ შესრულებამ, სადაც მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები განასახიერეს და სცენაზე საყვარელი ისტორია გააცოცხლეს. მათი შესრულება სავსე იყო ემოციებით, გულწრფელობითა და შემოქმედებითი მიდგომით“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203