„გვჯერა, მომავალი მწვერვალებიც თქვენს ხელშია!“ -შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები - გიორგი შუბითიძე და ანდრია ბიგვავა ბანკის სტიპენდიანტები არიან 
15-05-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში მოსწავლეთა სამაგალითო წარმატებით ხარობენ. 

სკოლის საამაყო მოსწავლეები -  გიორგი შუბითიძე და ანდრია ბიგვავა კიდევ ერთ დიდ აღიარებას ზეიმობენ. ახალგაზრდები საქართველოს ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ. 

მათი წარმატება სასახელოა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.. 

„თქვენი შრომა, დაუღალავი მონდომება და ცოდნისადმი სწრაფვა საუკეთესო მაგალითია თითოეული თანატოლისთვის. გვეამაყება, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენი სასკოლო საზოგადოების ნაწილი ხართ!

გისურვებთ დაუსრულებელ წინსვლას, ახალ სიმაღლეებსა და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს.

გვჯერა, რომ მომავალი მწვერვალებიც თქვენს ხელშია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203