„გაცოცხლებული ფერები“ - შემოქმედებითი აქტივობა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში
19-05-2026

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოქმედებითი აქტივობა სახელწოდებით - „გაცოცხლებული ფერები“, რომელმაც მოსწავლეებს ფანტაზიის, ემოციებისა და მხატვრული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. 

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი ფერწერული ნამუშევრები, რომლებშიც ასახეს ბუნება, გარემო, ადამიანური ემოციები და მათთვის მნიშვნელოვანი თემები.

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ინდივიდუალური ხედვით, ფერთა საინტერესო შეხამებითა და შემოქმედებითი მიდგომით. ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია მოსწავლეებში.

მათ დიდი მონდომებითა და ინტერესით იმუშავეს, რის შედეგადაც სასკოლო სივრცე ფერად და შთამბეჭდავ საგამოფენო გარემოდ გადაიქცა.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური გემოვნებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარება, ასევე ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღრმავება და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203