ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ​პროგრამირების საწყისებს გაეცნენ
18-05-2026

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ციფრული უნარების განვითარებასა და ვიზუალური პროგრამირების სწავლებას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

მე-4 (ა, ბ და გ) კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე ვიზუალური პროგრამირების Code.org-ის საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით, დამოუკიდებლად ააგეს ალგორითმები და გადაჭრეს სხვადასხვა სირთულის ლოგიკური ამოცანები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ​სწავლების ეს მეთოდი არა მხოლოდ პროგრამირების საწყისებს აცნობს მოსწავლეებს, არამედ ეფექტურად ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს. გაკვეთილი აღმოჩნდა განსაკუთრებულად პროდუქტიული და შემეცნებითი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203