„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ - საგანმანათლებლო-საზეიმო ღონისძიება სათხის საჯარო სკოლაში 
18-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.  

„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“- ამ სახელწოდებით სათხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

ღონისძიება ატარებდა, როგორც ღრმა საგანმანათლებლო ხასიათს, ისე გაჯერებული იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი და საზეიმო ნომრებით.  

ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. ასევე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს

ღონისძიებაში მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეები მონაწილეობდნენ,მასწავლებლების - აიდა ჩახოიანის, ელმირა ბროიანის, ანჟელა ბაღოიანის, ნუნე ჩოგანდარიანისა და შუშანიკ არუტუნიანის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203