სათხის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კუთხე მოეწყო
15-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ინგლისურ ენასა და კულტურას სიღრმისეულად დაეუფლონ. 

„ინგლისური არ არის მხოლოდ ენა. ეს არის შესაძლებლობა იოცნებო, აღმოაჩინო და მიაღწიო დიადი მიზნებს. და ეს კუთხე ამ მოგზაურობის ლამაზი დასაწყისია“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ახალ სივრცეში ინგლისური ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება უკვე გაიმართა. 

ღონისძიება IX და VIII კლასის მოსწავლეებმა გამართეს, პედაგოგ  ვიკტორია ისოიანის ხელმძღვანელობით. 

„ილაპარაკეთ, ისწავლეთ და იბრწყინეთ ინგლისურ კუთხეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანამანთლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203