„ხელოვნური ინტელექტის მომავალი - სად ვართ და სად მივდივართ“ - ცაგერის საჯარო სკოლამ საგამანათლებლო-ინტლექტუალურ ტურნეს უმასპინძლა
14-05-2026

ცაგერის საჯარო სკოლა თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბის, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, განხორციელდა რეგიონული საგამანათლებლო-ინტლექტუალური ტურნე სახელწოდებით - „ხელოვნური ინტელექტის მომავალი - სად ვართ და სად მივდივართ“. 

ღონისძიება სამი დღე - 8-9-10 მაისს გაგრძელდა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გააერთიანა. 

​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ, მათი ციფრული წიგნიერების გაზრდა და ინოვაციური აზროვნების სტიმულირება.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება თბილისში, სექტემბრის თვეში.

„მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს: მარიამ და თამარ გურგუჩიანებს, რუსუდან ბელთაძეს, დავით კოპალიანს და იოანე გუგავას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203