
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „ერთი დღე სკოლაში“ - ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლეს და გაუზიარეს ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, სასწავლო პროცესი, მრავალფეროვანი აქტივობები და ის შესაძლებლობები, რასაც მოსწავლეებს ეს მდიდარი ისტორიის სკოლა სთავაზობს.
დღე შთამბეჭდავად მრავლფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით წარიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სკოლის განათლების ხარისხსა და მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ შესაძლებლობებს.
„ვფიქრობთ, ეს დღე შედგა. 180 წლის, გურიის პირველი საგანმანათლებლო კერა ისევ აგრძელებს ღირსეულ ტრადიციებს და წარმატებულ საქმიანობას:
არაფორმალური განათლების როლი სასწავლო პროცესში;
პროფესიული სწავლების ინტეგრირება;
სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;
საგანთაშორისი კავშირი - „ჩვენი საქართველო“ და სპორტის ინტეგრირება;
STEM საგნების მნიშვნელობა თანამედროვეობაში;
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა - პროექტული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე;
„გაზაფხულის ფერები“ - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობები;
სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აქტივობა - „ნატურიდან ხატვა“;
კომპოზიცია - „სიყვარული - გრძნობის სიმღერა“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და სტუმარს თანამონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: