კერძო და საჯარო უმაღლესის სტუდენტებს გრანტის გაუმჯობესების უფლება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლებათ
14-05-2026

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. თუმცა მთავრობამ განაცხადა რომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც გრანტი 2026 წლამდე ჰქონდათ მოპოვებული სწავლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებოდათ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203