„გვახსოვდეს აფხაზეთი, ჩვენი მუდმივი სატკივარი“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
14-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პატრიორტი მოსწავლეები იზრდებიან, რადგან პედაგოგები მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულს ასწავლიან.

ახლახან,  მე-7 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „გვახსოვდეს აფხაზეთი, ჩვენი მუდმივი სატკივარი“. 

მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. გაკვეთილზე დასახული მიზნები მრავალფეროვანი აქტივობებით განახორციელეს.

გაკვეთილი დასრულდა ოპტიმისტურად, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში ერთობითა და სიყვარულით.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მანანა ბასილაიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203