
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღინიშნა.
9 მაისს, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები 9 მაისის მემორიალს სტუმრობდნენ, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
შემდეგ გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს მშვიდობაზე, სამშობლოს სიყვარულსა და გმირობაზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ.
„ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც იბრძოდა და გაიმარჯვა მშვიდობიანი მომავლისთვის. მშვიდობა და სიკეთე სუფევდეს მსოფლიოში“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: