
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის აღნიშნავენ.
14 აპრილი, საქართველოში ქართული ენისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი თარიღია. ამ ღირსშესანიშნავ დღეს სკოლაც განსაკუთრებული აქტივობით გამოეხმაურა და მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და ემოციური ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. პატარებმა სიყვარულითა და მონდომებით წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლზე ქართველი ერის ისტორიასა და კულტურაში.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს 14 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა, ესაუბრნენ ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი დედაენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს მნიშვნელობას.
საზეიმო და თბილ გარემოში გამართულმა ღონისძიებამ ბავშვებში ქართული ენისადმი სიყვარული და პატივისცემა კიდევ უფრო გააღრმავა. ღონისძიების დასასრულს მასწავლებლებმა მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: