
თბილისის N219 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ულამაზესი დღე ჩაიწერა. „აი ია“- ამ სიტყვებით დაიწყო Iბ კლასის მოსწავლეების გზა, დღეს კი პირველკლასელები უკვე თავდაჯერებულად აცილებენ თავიანთ პირველ მეგობარს - „დედაენას“.
პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით აჩვენეს ის ცოდნა, რომელიც წლის განმავლობაში დააგროვეს. პედაგოგის ძალისხმევით, თითოეულმა მოსწავლემ შეძლო თავისი ნიჭის გამოვლენა და იმის დადასტურება, რომ ისინი მზად არიან სწავლის მომდევნო ეტაპისთვის.
„ვამაყობთ, ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქეს და მადლობას ვუხდით მათ პედაგოგს - ნანა გოგოჭურს, გაწეული ამაგისთვის. მან დიდი სიყვარულით გაუკვალა გზა პატარებს 33 ჯადოსნური ასოს სამყაროში. ვულოცავთ თითოეულ მათგანს წერა- კითხვის შესწავლას და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლის გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: