
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
სკოლის მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს, რომელიც მიეძღვნა დედამიწის დაცვისა და მასზე ზრუნვას მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა უყურეს შემეცნებით ანიმაციას და კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს გარემოსდაცვით საკითხებზე.
სახალისო და პრაქტიკულ სამუშაოებსაც ღირსეულად გაართვეს თავი, გააფერადეს და გააცოცხლეს დედამიწის კონტურები და ნიშნულები.
წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები იმ საკვანძო საკითხებზე, რომელზედაც გაკეთდა აქცენტები.
„დედამიწას სიყვარული, სისუფთავე და ზრუნვა ატრიალებს!“- აღნიშნეს მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემართება, მათ დამრიგებლებს კი საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ენერგიულ დამრიგებლებს - ლიანა ნინიძესა და ნინო კოპლატაძეს. დიახ, სიყვარულთან ერთად, ასეთი შემოქმედებითი რძალ-დედამთილის ტანდემიც ატრიალებს დედამიწას! მადლობა ბავშვებს და მასწავლებლებს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.