
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები ქიმიას საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული აქტივობებით სწავლობენ, რაც სასწავლო პროცესს შემეცნებით თავგადასავლად აქცევს.
IX კლასში ქიმიის გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესო და პრაქტიკული აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტი და პრაქტიკულად გაეცნენ ქიმიური პროცესების მნიშვნელოვან საკითხებს.
ექსპერიმენტების ფარგლებში მოსწავლეები დააკვირდნენ, თუ როგორ იცვლის ლაკმუსი ფერს მჟავასა და ტუტეში.
ასევე, ისაუბრეს მჟავიანობასა და ფუძიანობაზე, შეისწავლეს ძმარმჟავის თვისებები და ჩაატარეს ცდები, სადაც რეაქციის შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყო.
მოსწავლეებმა განიხილეს ჟანგვა-აღდგენის პროცესები, აგრეთვე იმსჯელეს, თუ რა ნივთიერებები გამოიყოფა წვის დროს და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პრაქტიკულმა სამუშაოებმა გაკვეთილი კიდევ უფრო სახალისო და შემეცნებითი გახადა - მოსწავლეებმა ცოდნა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ექსპერიმენტების საშუალებითაც გაიღრმავეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ქეთი მუმლაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: